თეგებით ძიება

როგორ მოვუაროთ და ვუმკურნალოთ მშრალ და დახეთქილ ტუჩებს?

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"როგორ მოვუაროთ და ვუმკურნალოთ მშრალ და დახეთქილ ტუჩებს?

1. გამოიყენეთ არა-გამაღიზიანებელი (non-irritating) ტუჩის საცხი და სხვა პროდუქტები რომელსაც ტუჩებზე ხმარობთ.
ზოგი ადამიანი შეცდომაში შედის იმით, რომ დისკომფორტი, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება ჰგონიათ ნიშანი რომ პროდუქტის აქტიური ნივთიერება მუშაობს, თუმცა ეს ესე არაა, პირიქით ამით უფრო ღიზიანდება ტუჩები.
2. ინგრედიენტები რომლის გამოყენება არ შეიძლება დახეთქილ ტუჩებზე, ანუ პროდუქცია რომლის შემადგენლობაში შედის:
1. კაფური (Camphor)
2. ევკალიპტი (Eucalyptus)
3. არომატიზატორები: დარიჩინი(Cinnamon), ციტრუსი, პიტნა (mint), და ბაღის პიტნა (peppermint)
4. პარფიუმი (Fragrance)
5. ლანოლინი (Lanolin)
6. მენთოლი (Menthol)
7. ოქტინოქსატი ან ოქსიბენზონი (Octinoxate or oxybenzone)
8. ფენოლი Phenol (ან phenyl)
9. პროპილ გალატი (Propyl gallate)
10. სალიცილის მჟავა (Salicylic acid)
პროდუქტები შემდეგი ინგრედიენტებით შეიძლება დაგეხმაროთ დახეთქილი ტუჩების მკურნალობაში:
1. ვაზელინი, თეთრი ვაზელინი Petrolatum, Petroleum Jelly
2. აბუსალათინის ზეთი Castor seed oil
3. ცერამიდები Ceramides
4. დიმეთიკონი Dimethicone
5. მინერალური ზეთი Mineral oil
6. პროდუქცია პარფიუმის გარეშე Fragrance Free
7. ჰიპოალერგიული

8. მზის დამცავი ინგრედიენტები - თუთიის ოქსიდი ან ტიტანიუმის დიოქსიდი (titanium oxide or zinc oxide)
თუ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ტუჩების წვა, ჩხვლეტა ან დისკომფორტი დაგეწყოთ ეს იმას ნიშნავს რომ ეს კონკრეტული პროდუქტი აღიზიანებს თქვენს ტუჩებს და მისი გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.
გამოიყენეთ ტუჩის საცხი რამოდენიმეჯერ დღეში და ასევე ძილის წინ.

ზამთრის პირობებშიც კი აუცილებელია მზის დამცავის გამოყენება ტუჩებზეც გარეთ გასვლის წინ.
გარეთ ყოფნის შემთხვევაში, განსაკუთრებით ცივ ამინდში წაისვით ტუჩის საცხი ყოველ 2 საათში ერთხელ
დალიეთ ბევრი წყალი. დახეთქილი ტუჩები არის მშრალი ტუჩები ასე რომ იყავით ჰიდრატირებული.
შეაჩერეთ ტუჩების ლოკვა, კბენა, აშრევებული ფენის მოცილება.

როდესაც ტუჩები მშრალია შეიძლება ბუნებრივად მისი ნერწყვით დასველებით ის უკეთესად გამოიყურებოდეს, თუმცა ამას შეუძლია გააუარესოს პრობლემა, რადგან ნერწყვი ორთქლდება და ტუჩები უფრო მშრალი ხდება.
თავიდან უნდა აიცილოთ სხვადასხვა ნივთების კონტაქტი ტუჩებთან, როგორებიცაა მაგალითად ქაღალდის სამაგრი ("სკრეპი"), ძვირფასეულობა და სხვა ყოველდღიური გამოყენების მეტალის ნივთები.

ჩართეთ დამატენიანებელი მოწყობილობა (Plug in a humidifier) სახლში, განსაკუთრებით საძინებელში თუ თქვენ ძილის დროს პირით სუნთქავთ, მაგალითად რინიტის დროს.

როგორც წესი ამ რეკომენდაციებმა შედეგი უნდა გამოიღოს 2დან 3 კვირაში", - წერს მედიკოსი ფეისბუქზე.

[flash=425,264]

როგორ მოვუაროთ და ვუმკურნალოთ მშრალ და დახეთქილ ტუჩებს? 1. გამოიყენეთ არა-გამაღიზიანებელი (non-irritating) ტუჩის საცხი...Posted by Zaza Telia on ხუთშაბათი, 25 თებერვალი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა