"ის სამი კაცი სად გაიზარდა, ცოლ-შვლთან ერთად რომ გაუსწორდა ვახო სანაიას" - დათო ლიკლიკაძე
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ქუთაისში, ურთულეს დროს, ურთულეს უბანში გავიზარდე. სულ მოსაკლავი რომ ყოფილიყავი თუ ცოლი ახლდა კაცს, ვერავინ ხმას ვერ გასცემდა. პირდაპირ არაკაცური იყო თუ შვილი ახლადა მამას და სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებდა დაპირისპირებული ადამიანი. ეს ქუჩურადაც ასე იყო, კაცურადაც და საფიჩხიურადაც. ასე იყო მთელს ქუთაისში. მოკლედ არაკაცობად ითვლებოდა კაცის "გაშავება" ცოლ-შვილთან ერთად. უცხოურ ფილმებშიც რომ ვნახე, კაცის ცემა როცა უნდოდათ და ეგრევე შეეშვებოდნენ თუ ბავშვი ახლდა "მსხვერპლს", მაშინ მივხვდი ეს ქუთაისურ-უბნურ-ქუჩურ-საფიჩხიური კი არ ყოფილა, უბრალოდ კაცური ამბავია და მორჩა!
ერთი ის სამი კაცი სად გაიზარდა, ცოლ-შვლთან ერთად რომ გაუსწორდა ვახო სანაიას, მხოლოდ იმიტომ რომ ტელევიზორში არ მოსწონს მისი საუბარი. ბრავო! მაგარი კაცობაა...", - წერს ლიკლიკაძე ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი პირები თავს დაესხნენ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.