თეგებით ძიება
26. 02. 2021 მსოფლიო

მსახიობი რონალდ პიკაპი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისის თეატრისა და კინოს მსახიობი რონალდ პიკაპი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილი მსახიობის ოჯახი აცხადებს, ის ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა.

"იგი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მშვიდად გარდაიცვალა, მეუღლისა და ოჯახის გარემოცვაში. ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება", - განაცხადა მსახიობის ასისტენტმა.

პიკაპი მუშაობდა კინოში, თეატრში და ტელევიზიაში. ცნობილია ფილმებსა და სერიალებში შესრულებული როლებით: The Crown, The Best Exotic Marigold Hotel, Downton Abbey, Darkest Hour, Doctor Who და მრავალი სხვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა