თეგებით ძიება

ამ პარტიებს ვურჩევ თვითლიკვადაცია გამოაცხადონ... - ვაფშე ქურდებთან რომ ახვიდეთ? - როგორ ეხმაურებიან რუსთაველზე გამართულ ოპოზიციურ აქციას სოციალურ ქსელში

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებით აპროტესტებს. რუსთაველზე გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

თამთა მეგრელიშვილი, იურისტი:
"თქვენ ხართ ოპოზიციური პარტიების პროვოკაცია...
თქვენდამი მხარდაჭერა ჯამში 39% ს აღწევს;
ქუჩაში ხალხის მობილიზებას თქვენ ვერ ახერხებთ;
პარლამენტში კონსტრუქციულ რეჟიმში
მუშაობა თქვენ არ შეგიძლიათ;
ლუზერები ხართ!
რუსთაველის მოედანზე ხელოვნურად ხუთიათასამდე ადამიანის მობილიზებაშიც დიდ რესურსს ხარჯავთ.
უშინაარსო ყაყანის ჩამთავრების შემდეგ მათთვის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეთ!"

ნინო ლაბარტყავა, ჟურნალისტი:
"ნაცები და ნაცმედია ნახევარ მილიონ ადამიანს ელოდებოდნენ დღეს, აქციაზე.
აი ესა ხართ სულ, რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხით შეკოწიწებული ე.წ. ოპოზიცია.
აი ესენი აჯანჯღარებენ ქვეყანას და მოსვენებას არ აძლევენ.
აი ესენი არიან ქვეყნის მტრები, დესტრუქციული ძალები და კანონის ფეხზე დაკიდების მომხრე ხროვა.
ამდენ ე.წ. ოპოპარტიებს რომ სულ ამდენი ხალხი გამოგყავთ ქუჩაში, არ გიტყდებათ?
რა სამარცხვინოები ხართ, რა ბოღმით და ბოროტებით სავსეები!
თქვენი დამხობილი და გადატრიალებული ხელისუფლების და ქვეყნის რა ვთქვი მე!"

ლევან სუხიტაშვილი, მსახიობი:
"ქართული ოცნება / Georgian Dream ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა | United National Movement
ვაფშე ქურდებთან რომ ახვიდეთ? ჰა?"

შაკო კუჭაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:
"მთელი ქვეყნიდან რო შეკრიბავ ხალხს , 9 ოპოზიციური პარტია რო ხარ და მაინც, 21 წლის შაკო კუჭაშვილს რო უფრო მეტი მეგობარი ჰყავს ფეისბუკზე, ვიდრე შენ ხალხი აქციაზე"

ირაკლი გოგავა, ანალიტიკოსი:
"ამ 27 თუ 32 პარტიას ვურჩევ თვითლიკვადაცია გამოაცხადონ. ასე აჯობებს ქვეყნის განვითარებისთვის.
მსგავსი რამ სხვაგან არსად მინახავს, რომ ოპოზიცია უფრო სძულდეს ხალხს ვიდრე ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნის ხელისუფლება მმართველობის მე-10 წელს."

ლადო სადღობელაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:

"ხალხი არ ყავთ! მხარდაჭერა არ აქვთ! დარწმუნდა ყველა გარეულიც და შინაურიც! ეხლა დაიწყებენ რეგიონებიდან ვერ ახერხებს ხალხი ჩამოსვლასო! ბიჭო რეგიონების იმედი თუ გაქვთ წადით და იქ ატარეთ მიტინგები!
- “ცუდ მოცეკვავებს კვერცხები უშლის ხელსო” თქვენზეა ნათქვამი!"

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური ერთობა მოსახლეობასთან ერთად "ენმ"-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას, უკანონო დაკავებას, პოლიტიკურ რეპრესიებსა და არასამართლიან სახელმწიფო პოლიტიკას აპროტესტებენ.

ოპოზიცია 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას გეგმავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა