თეგებით ძიება

"სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ, მეტი რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ?" - ირაკლი ოქრუაშვილი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ პოსტს აქვეყნებს:

"ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო - დროდადრო წააწყდებით ასეთ მოსაზრებას.
ოღონდ "თქვენ" შიში გადალახეთ, რამეზე ხმა ამოიღეთ და:
- აღარც აქციებზე ვივლი;
- აღარც ტელევიზორში დაგენახვებით;
- აღარც ციხეში წავალ;
- აღდგომას ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ;
- ინგლისურ მანქანას საერთოდ აღარ ვიყიდი;
- ყველა ქოცს ზეინტელექტის მქონედ ვაღიარებ;
- არათუ ბიძინას, მიშა ქარელსაც აღარ შევაგინებ;
- სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ;
მეტი რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ? იქნებ მართლა მოვიდეს კარგი დრო", - წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა