"გუშინდელი კადრების შემდეგ "კომენდანტის საათი" არის განსაკუთრებულად დამამცირებელი " - ელენე ხოშტარია
გუშინდელი კადრების შემდეგ კომენდანტის საათი არის განსაკუთრებულად დამამცირებელი, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" წევრის, ანზორ ბოლქვაძის ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ დეპუტატი "კომენდანტის საათის" დროს რესტორანში ერთობა.
"მანამდეც ცხადი იყო, მაგრამ გუშინდელი კადრების შემდეგ კომენდანტის საათი არის განსაკუთრებულად დამამცირებელი ყველა მოქალაქისთვის. გარბიხარ ორსულ ცოლთან ერთად ტკივილების გამო, მოდის ცივსისხლიანი პოლიცია, გაჯარიმებს. მერე გამოდიან ქოცები მორალს გიკითხავენ ჯანმრთელობაზე, ფარდა იხურება და შედიან ცოლებიან ქმრებიან გულაობენ. პირბადე არა კვახი, ასე იწყება სუფრა", - წერს ფეისბუქზე ელენე ხოშტარია.