თეგებით ძიება

"ნეტაი ქულ კალა რას ულოცავდა კამერების დასანახად? ტყუილშიც რო ქოცი იქნები..." - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი 23 თებერვლის ღამეს, ე.წ. კომენდანტის საათის დროს წვეულებას მართავს. როგორც კადრებში ჩანს, წვეულებას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის დედაქალის მერი მეუღლესთან ერთად.

"ლევად საშვის გაკეთება არ ვიკადრე და პრავად ორშაბათსვე მოვითხოვ. ძალიან მაინტერესებს ამ პოლიტიკური კომენდანტის საათის "ნარუშილოვკას" ფსევდო-კურიერების გარდა ვინმეს კიდევ თუ აძლევენ. მე რას მივწერ, კი ვიცი და ისინი რას მიპასუხებენ, ძაან მაინტერესებს.
პ.ს. იმ მილიონერჩო ანტონ-დეპუტატს დაბდღე 1 მარტს ჰქონია. და ნეტაი ქულ კალა რას ულოცავდა კამერების დასანახად? ტყუილშიც რო ქოცი იქნები...", - წერს პატარაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა