თეგებით ძიება

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" თანამშრომლებს სოციალური ქსელების გამოყენების წესები განუსაზღვრა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლებს სოციალური ქსელების "გამოყენების წესები" განესაზღვრათ. აღნიშნული წესები "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებზე – მეურვეებზე არ ვრცელდება. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი თამარ კაკაბაძე "ფეისბუქით" ავრცელებს.

წესების მიხედვით, "პირველი არხის" თანამშრომლებმა თავი უნდა შეიკავონ საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებების გამოხატვისგან, არ უნდა მოიწონონ და გააზიარონ პოსტი, რომელიც გადაუმოწმებელია, უნდა იყვნენ კოლეგიალურები, კორექტულები და მოუფრთიხლდნენ მაუწყებლის რეპუტაციას.

გარდა ამისა, თანამშრომლებმა უნდა დაიცვან "პირველი არხის" მიერ დადგენილი სტანდარტები - მათ მიერ გაზიარებული ყველა მასალა უნდა შეესაბამებოდეს "პირველი არხის" ღირებულებებსა და პრინციპებს.

ამასთან, თუკი ინტერნეტში აქტივობისას "პირველი არხის" თანამშრომლისთვის ცნობილი ხდება, რომ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს,
დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სოციალური მედიის მენეჯერს.

"პირველი არხის" თანამშრომელს სოც. ქსელებში ეკრძალება "არანორმატიული ლექსიკისა და სიძულვილის ენის" გამოყენება. თანამშრომლებს ევალებათ იდენტიფიცირებულები იყვნენ, როგორც "პირველი არხის" თანამშრომლები, თუმცა პროფილზე არ უნდა განათავსონ არხის ლოგოს.

ჯამში 15 წესია, რომლებიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლებმა უნდა გაითვალისწინონ სოციალური ქსელის გამოყენებისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს დაუგზავნეს ეს დოკუმენტი - სოციალური ქსელების გამოყენების წესები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა