თეგებით ძიება
01. 03. 2021 მსოფლიო

კორონავირუსის ბრაზილიური შტამი დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად ბრაზილიაში აღმოაჩინეს, ამჟამად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, სამი შემთხვევა დაფიქსირდა ინგლისში და კიდევ სამი - შოტლანდიაში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი უფრო გადამდებია, ხოლო ვაქცინები მის წინააღმდეგ შეიძლება ეფექტური არ იყოს. ვაქცინების მწარმოებლები კი ამბობენ, რომ ვაქცინის ადაპტირება ახალი შტამისადმი საკმაოდ სწრაფად არის შესაძლებელი.

დიდ ბრიტანეთში იანვარში კორონავირუსის ბრიტანული შტამის აღმოჩენის გამო ევროპის ქვეყნებთან საავიაციო და საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა. მოგვიანებით ბრიტანული შტამი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა