თეგებით ძიება

ამირან სალუქვაძე მედიის წარმომადგენლებს - რა თავისუფლებაც დღეს გაქვთ, მსგავსი არ დაგსიზმრიათ, დღე და ღამე ეკრანებიდან ზიზღს და სიძულვილს სთესავთ, პოლიტიკოსებთან ერთად

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სამართალდამცავებსაც და ჟურნალისტებსაც მოუწოდებს დაიცვან ერთი სტანდარტი და შესაბამისად იმოქმედონ.

"ვერ იტყვიან, რომ ვახო სანაიასთან დაკავშირებით რეაქცია არ მქონდა. მგონი მოჭარბებულიც, რადგან მაკა ცინცაძის ერთ გადაცემაში 2-ჯერ ვთქვი ამ ფაქტის შესახებ.

ახლა ვკითხულობ სოციალურ ქსელში მისი მოთხოვნების შესახებ და ასევე შევაფასებ. როგორც მის მიმართ ჩადენილი ქმედება იყო არასწორი, ასევე არასწორია მისი პოზიციაც.

მეტიც, როცა ჟურნალისტთა ჯგუფი პეტიციას აწერს ხელს და წერენ, თითქოს ბოლო ორ წელში დამძიმდა ფონი, თითქოს ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ საქმიანობაში, ესაა სიცრუე.

რა თავისუფლებაც თქვენ დღეს გაქვთ, მსგავსი არ დაგსიზმრიათ. დღე და ღამე ეკრანებიდან ზიზღს და სიძულვილს სთესავთ, პოლიტიკოსებთან ერთად.

როცა პეტიციას წერთ და, თუნდაც თქვენთვის მიუღებელი მედია საშუალებების ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს არ ასახავთ ტექსტში, თუნდაც პროფესიული სოლიდარობის გამო, უბრალოდ სირცხვილია.

სხვათაშორის, სამართალდამცავებმა დაიცავით ერთი სტანდარტი. როგორც კვირას და პირველი არხის ჟურნალისტებზე მოძალადეებს მოექეცით, ისე მოექეცით სხვებსაც. რუსა შელიაზე ვინც მორალურად იძალადა, მის მიმართ ხომ საერთოდ არ გქონიათ რეაქცია?!

მგონი განახლება მხოლოდ მხოლოდ პარტიებს არ სჭირდება. ყველა უნდა გადაიტვირთოს, ვინც სიცრუიდან და სიძულვილიდან ვერ გამოდის", - წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 3 პირი დაესხა.

თავდამსხმელებს პატიმრობა შეეფარდათ.

ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი წარადგინეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა