თეგებით ძიება

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურის მიერ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო, განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსხენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა