თეგებით ძიება
01. 03. 2021 მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის მისაღებად, რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მისაღებად, ოქტომბერში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან რესპუბლიკის მოედანზე თავის მომხრეებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ რეფერენდუმის გზით მივიღოთ ახალი ან რეფორმირეფული კონსტიტუცია. ვუშვებ შესაძლებლობას საპარლამენტო მმართველობიდან ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლის შესახებ", - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ეს უნდა განხორციელდეს პარლლამენტთან, პრეზიდენტთან და ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად.

ამასთან, სომხეთის მთავრობის მეთაურმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებაც მზაობა გამოთქვა, თუკი პოლიტიკური ძალები დათანხმდებიან ამ საკითხზე კონსულტაციებს. პრემიერის თქმით, კენჭისყრა აჩვენებს, რას მოითხოვენ სომხეთის მცხოვრებლები.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა