თეგებით ძიება

გიგა ბოკერია - ჩარჩო დოკუმენტში საკვანძო საკითხებია პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნების თემა

ამ შემოთავაზებაში, ამ ჩარჩოში არის მკაფიოდ ნათქვამი პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საქმეები და გასაგებია, რა საქმეებზეა ლაპარაკი. ეს არის ნიკა მელიას, 8 მარტის შეთანხმებიდან დატოვებული რურუას საქმე და ვადამდელი არჩევნების საკითხი. ასევე იყო სხვა საკითხები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ ჩარჩო დოკუმენტში საკვანძო საკითხები არის პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნების თემა.

ბოკერიას განცხადებით, მშვიდობიან პიკეტირება კვლავ გაგრძელდება.

„მთავრობას აქამდე ჰქონდა არახელსაყრელი პოზიცია. შარლ მიშელის ჩარევით კი ახლა გვაქვს პოზიტიური საწყისი წერტილი. პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, რომ ეს არ არის კვირები და თვეები, შემდეგ დღეებში უნდა ვნახოთ პროგრესი. ნიკა მელიას და სხვა საკითხების გადაჭრის გარეშე კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ამ ჩარჩო დოკუმენტში საკვანძო საკითხები არის პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნების თემა. ფაქტი ისაა, რომ პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით ამ ჩარჩო დოკუმენტში შედის ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. აქ არ არის გადადებაზე საუბარი, ეს უნდა მოხდეს დღეების განმავლობაში, ეს არის თვითონ პრეზიდენტი მიშელის სიტყვები. მშვიდობიანი აქციები, ყოველგვარი ფიზიკური ძალადობის რისკის გაზრდის გარეშე აბსოლუტური ნორმალური ნაწილია დემოკრატიული საზოგადოების, ბლოკირებას ისედაც არავინ აპირებდა, ამიტომ არაფერი შეცვლილა, მშვიდობიან პიკეტირებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბოკერიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა