თეგებით ძიება

ამაყი ვარ, რომ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები - შარლ მიშელი

ამაყი ვარ დღეს, რომ გადაიდგა სიღრმისეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორი მიმართულებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წამომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინფორმაციით, მხარეებს ორ კვირიანი ვადა აქვთ, სხვადასხვა იდეის შეჯერებისა და პროგრესის მისაღწევად.

ამასთან, მისი თქმით, პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერა გაგრძელდება.

"მე შევთავაზე მხარეებს ევროკავშირის მხარდაჭერა იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხვა იდეების შეჯერება. 2 კვირაში ასოცირების შეთანხმებაზე ბრიუსელში გვექნება შეხვედრა. ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა სახის პროგრესია სხვადასხვა რთულ საკითხზე მიღწეული. მაგრამ მთავარი გზავნილი არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, COVID-19, უსაფრთხოება, სტაბილურობა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაილახოს.

მე დღეს ამაყი ვარ, რომ გადაიდგა სიღრმისეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ როცა ყველა მონაწილეს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, მივიღე პასუხი - დიახ. ეს არის კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერას", - განაცხადა შარლ მიშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორგანიზებით გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა