აქცია პარლამენტთან - დაკავებულია ბესო გაზდელიანი
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები იმყოფებიან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო გაზდელიანი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტმა რუსკა მჭედლიძემ განუცხადა, გაზდელიანი პოლიციამ პარლამენტთან მაშინ დააკავა, როცა ის აქციაზე მოდიოდა. მისი თქმით, დაკავების მიზეზი მისთვის უცნობია.
"მიზეზი ვერ გავიგე, გაზდელიანი ჩვეულებრივად მოიპარეს", - განაცხადა რუსკა მჭედლიძემ.
პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე შეკრებილები სკანდირებენ: „მონებო“.
როგორც ცნობილია, დღეს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს.