თეგებით ძიება

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

პარლამენტის ზედა შესასვლელთან აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 2 მარტს პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირებას გეგმავს, თუმცა ეს არ იქნება ბლოკირება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ყველა დეპუტატი შეძლებს.

"ჩვენ გვაქვს საპროტესტო აქცია, რომელიც პარლამენტის ყველა შესასვლელთან გაიმართება, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი აქცია, არანაირი ბლოკირება შენობის არ მოხდება, უბრალოდ ყველა დეპუტატს, რომელსაც მოუნდება, რომ დღეს სხდომას დაესწროს ქართული ოცნებიდან, მოუწევს ჩვენი ხალხის გვერდით გავლა. ეს აქციები გაგრძელდება, ყველა აქცია რომელიც დაგეგმილი გვქონდა ძალაშია. ხელისუფლებამ მუდმივად უნდა იგრძნოს ის წნეხი, რომელიც არსებობს საზოგადოებიდან", - თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დეპუტატების ნაწილი პარლამენტში დილით უკვე შეიყვანეს, ვისაც ხალხის ხმის გაგონების განსაკუთრებით ეშინიათ, თუმცა ხელისუფლებას მაინც მოუწევს პროტესტის ხმის გაგონება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა