შარლ მიშელმა საქართველო დატოვა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააცილა.
ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, გაიმართა ოპოზიციასთან შეხვედრა.