თეგებით ძიება
02. 03. 2021 მსოფლიო

ჩინეთი ივლისის ბოლომდე მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას გეგმავს

ჩინეთი მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას გეგმავს, - ამის შესახებ ჩინეთის მთავრობის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებზე ჟონგ ნანშანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა.

მისი თქმით, ჩინეთში ვაქცინების მოხმარების თანაფარდობა ყოველ 100 ადამიანზე 3.56-ია, რაც გაცილებით დაბალია, ისრაელთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და შეერთებულ შტატებთან შედარებით. მანამდე, ონლაინ ფორუმზე, ჟონგ ნანშანმა განაცხადა, რომ მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაცია ივნისის ბოლომდე იგეგმებოდა, თუმცა, ექსპერტმა მოგვიანებით Reuters-სთან განმარტა, რომ იმ ადამიანების წილის გათვალისწინებით, რომლებსაც ვაქცინაცია არ სურთ, მოსახლეობის აღნიშნული რაოდენობის იმუნიზაცია ივლისის ბოლომდე განხორციელდება.

ჩინეთმა, ადგილობრივი წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინა დაამტკიცა. სამი მათგანი ორი დოზის გაკეთებას, ერთი კი - ერთ დოზას საჭიროებს. ჩინეთის მთავრობის მრჩეველის ინფორმაციით, 28 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინების 50.52 მილიონი დოზაა გამოყენებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა