მას შემდეგ, რაც ინდმეწარმემ ოცნებას 60 ათასი ლარი შესწირა, მისმა კომპანიამ 10 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
ინდმეწარმემ, რომელმაც ოცნებას 60 ათასი ლარი შესწირა, 10.1 მილიონი ლარის 25 ტენდერი მოიგო - ამის შესახებ ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს ინფორმაციას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სანამ ვახტანგ კაპანაძე ოცნების შემომწირველი გახდებოდა, მის კომპანიას 1.3 მილიონი ლარის 13 ტენდერი ჰქონდა მოგებული:
"სანამ ოცნების შემომწირველი გახდებოდა, ვახტანგ კაპანაძის კომპანიას 1.3 მილიონი ლარის 13 ტენდერი მოეგო, ხოლო ოცნებისათვის შეწირულობის შემდეგ 10.1 მილიონი ლარის 25 ტენდერი მოიგო.
მისი კომპანია “მშენებელი 2012” ძირითადად ბორჯომის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობს და ჯამში 8,251,239 ლარის შეკვეთა აქვს ბორჯომიდან მიღებული.
პანდემიის პირობებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიას ოთხ ელექტრონულ შესყიდვაში 1,493,037 ლარის ხელშეკრულება გაუფორმა, აქედან 2 ტენდერი უკონკურენტო იყო" - ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო:newposts.ge