თეგებით ძიება
02. 03. 2021 მსოფლიო

თურქეთმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო

თურქეთმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით დაბალი და საშუალო რისკის ქალაქებში გაიხსნა რესტორნები, მოსწავლეების ნაწილი კი სკოლებში დაბრუნდება. არსებული კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 9 891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2 711 479 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 28 638 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა