მე და გიული სამი წლის წინ… – ნახეთ, როგორ მიულოცა მიხეილ სააკაშვილმა 3 მარტი დედას
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დედას 3 მარტს ულოცავს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიული ალასანიასთან გადაღებულ ფოტოსაც ავრცელებს.
„ყველა დედას ვულოცავ დედის დღეს, მათ შორის დედაჩემს – გიული ალასანიას, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტს, რომელიც იყო და არის ჩემთვის მისაბაძი შრომის უნარიანობაში, პატრიოტიზმში, ენერგიულობაში, ადამიანობაში.
ამ ფოტოზე სამი წლის წინ მე და გიული მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მე ვიყავი მისი თანხმლები თუ ის იყო ჩემი თანმხლები პირი ზუსტად არ მახსოვს, ვინაიდან ორივენი ვიყავით მოწვეული თანაბარ რანგში“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.