თეგებით ძიება

"მხოლოდ ოჯახი და მეგობრები არ დავრჩით მის გარეშე, მთელმა საქართველომ უნდა გაიმეოროს მისი სახელი" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"არ გძინავს? შენც არ გძინავს? ვერ ვიძინებ. ვერ იძინებ?
ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა. წნევა რამდენი აქვს? რამე ხომ არ სტკივა? ლექსო რას ამბობს? ახლა როგორაა? ნინას ხომ არ დაურეკავს? მეგობრის წასვლა აუტანელ სიცარიელეს ტოვებს. განსხვავებულად აუტანელს. არაფრის დაწერა არ მინდოდა დღეს. მითუმეტეს, რომ დედის დღეა და უამრავი სიყვარული იღვრება ყველას კედლიდან და მიყვარს ასეთი დღეები და არ მიყვარს ასეთი დღეებისთვის "ხელის შეშლა", რადგან "სიყვარული არსებობს?" - ამ სულელურ კთხვას პასუხს თვითონ სცემენ ადამიანები. რამდენადაც გულუბრყვილოა კითხვა, იმდენადვე საყვარელ და გულუბრყვილო პასუხებს. არც ახლა შემიძლია პირადი დავწერო რამე, ჩემი წილი გოგას შესახებ, ამასაც ბრმად ვწერ, ცრემლებს და ცრემლებს შორის, მაგრამ აუცილებლად უნდა დამეწერა ეს სახელი, - გოგა - იმიტომ რომ მხოლოდ ოჯახი და მეგობრები არ დავრჩით მის გარეშე. მთელმა საქართველომ უნდა გაიმეოროს მისი სახელი. ეტალონური ადამიანის სახელი, რომელმაც უფულოდ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, შემოქმედებითმა და უზომოდ მშრომელმა, უნიჭიერესმა, აირჩია უდაბური ადგილი, დასაწყისში პატარა წუმპე, როგორც ამას ხედავდა მის გარდა ყველა სხვა ადამიანის თვალები და გიჟი ეგონათ, რომ ლაპარაკობდა "მე ამისგან გავაკეთებ..." ხოდა ამ "გიჟმა" ნაბიჯ-ნაბიჯ, სამოთხედ, ლოპოტას ტბად გადააქცია მიგდებული ადგილი. ბალახის ყველა ღერი მისი ხელით ნაფერებია, ყველა კვადრატულ სანტიმეტს იმხელა შრომის და სიყვარულის კვალი აქვს, რომ ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი. დაუჯერებელი საქმის აწევა შეძლო. საქართველო აქცია კულტურულ ადგილად და ბიძგი მისცა კახეთის აყვავებას. მოდური გახდა შემდეგ კახეთი, უამრავი რამ გაკეთდა მისი მიმბაძველობით, მისგან შთაგონებით და ასე გაასწრო განვითარებით კახეთმა საქართველოს ყველა სხვა კუთხეს. ხოდა რომ "თოვს" ხოლმე, "წვიმს" ხოლმე ფეისბუქში, ასე უნდა იმეორებდეს მთელი ვირტუალური ქსელი მის სახელს, თუ გვინდა იდეალები ჩამოვიყალიბოთ და საერთოდაც გადავრჩეთ ღირებულებითი თვალსაზრისით, მსხვილი კადრით ასეთ ადამიანებს უნდა ვხედავდეთ მხოლოდ და მერე ყველა დანარჩენს", - წერს ფანჯიკიძე ფეისბუქზე.

[flash=425,264]

არ გძინავს? შენც არ გძინავს? ვერ ვიძინებ. ვერ იძინებ? ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა. წნევა...Posted by Natia Panjikidze on ოთხშაბათი, 03 მარტი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა