თეგებით ძიება

"ნამდვილ ჯოჯოხეთს გავს!.. მშიერ ბავშვებს დედა საჭმელს ვერ აჭმევს...ყველამ წაიკითხეთ, მომეხმარეთ!" - აკა სინჯიკაშვილი

სცენარისტი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მძიმე ისტორიის შესახებ წერს:

"თუ შეგიძლიათ ყველამ წაიკითხეთ რა!!!
დასავლეთში ვართ, პატარა ქალაქის გარეუბანში.ნამდვილ ჯოჯოხეთს გავს!
ამ ადგილას, ამ შენობებში 28 ოჯახი ცხოვრობს. ასეთ პატარა, მონგრეულ შენობებში, ერთად ცხოვრობენ მარტოხელა ავადმყოფი მოხუცები, მრავალშვილიანი, მარტოხელა დედები, ავადმყოფი ბავშვები და ვინც ჯანმრთელია, როგორ არიან ასეთ პირობებში, ალბათ წარმოგიდგენიათ. არ აქვთ არცერთ ოჯახს კანალიზაცია, ავადმყოფების მკურნალობის საშუალება და ბევრი ღამე ღამდება ისეთი, რომ მშიერ ბავშვებს დედა საჭმელს ვერ აჭმევს.
თითქმის ყველა, სოციალურად დაუცველია და მხოლოდ ამით არსებობენ. ვინც დახმარებას არ იღებს, ისინიც საშინელ დღეში არიან აქ.

მართლა გული გაგისკდებათ, რომ ნახოთ როგორ ცხოვრობენ. დღეს ველაპარაკე ყველა ოჯახს და ხვალიდანვე სასწრაფოდ უნდა დავეხმაროთ რა. ზოგ სახლში, მართლა ერთი ლუკმა პური არ არის. მოგროვილი ფულით, ყველა ოჯახისთვის იმდენ საჭმელს ვიყიდით, რომ ზაფხულამდე ეყოთ ბავშვებს.

ბავშვებს არსად არ უნდა შიოდეთ, ამაზე მეტი უსამართლობა არაფერი არ არის. გამივრცელეთ პოსტი და მომეხმარეთ რა, ვინც როგორც შეძლებთ. მართლა საშინელი სანახავია აქაურობა რაც შეიძლება, მალე მოვაგვარებთ ყველაფერს. აბა ჩვენ ვიცით!", - წერს სინჯიკაშვილი ფეისბუქზე.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
PayPal - [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili

[flash=425,264]

????თუ შეგიძლიათ ყველამ წაიკითხეთ რა!!! დასავლეთში ვართ, პატარა ქალაქის გარეუბანში.ნამდვილ ჯოჯოხეთს გავს! ამ ადგილას, ამ...Posted by Akaa Sinjikashvily on ოთხშაბათი, 03 მარტი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა