თეგებით ძიება

"კოლაგენის დანამატები არაა საუკეთესო არჩევანი თუ თქვენ გსურთ გააუმჯობესოდ კანის შეხედულება, ეს წყალში გადაყრილია ფულია" - ზაზა ტელია

ექიმი ზაზა თელია კოლაგენის შემცველი საკვები დანამატების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს:

"ბოლო პერიოდია პოპულარული გახდა კოლაგენის შემცველი საკვები დანამატების მიღება, განსაკუთრებით ქალებში. ისინი ამ დანამატს მოიხმარენ იმ მიზეზით რომ საზოგადოებაში ცნობილია მითი, რომ კოლაგენის დანამატის სახით მიღება დადებით ზეგავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე, კერძოდ ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ხელს უწყობს კანის ელასტიურობასა და ჰიდრატაციას.

კოლაგენის დანამატები (Collagen supplements) არ არის საუკეთესო არჩევანი თუ თქვენ გსურთ გააუმჯობესოდ კანის შეხედულება და ეს წყალში გადაყრილია ფულია.

ჯერჯერობით სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს იმის თაობაზე, რომ კოლაგენის დანამატის სახით მიღება რაიმე დადებით ზეგავლენას ახდენს კანზე, მეტიც მათი უსაფრთხოებაც არ არის შესწავლილი. (That’s mainly because there’s no evidence-based science to prove they work ― or that they’re safe.)

სულ რამოდენიმე პატარა კვლევა სწავლობდა კოლაგენის ეფექტს კანის სტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, და ყველა ეს კვლევა დაფინანსებული გახლდათ კოლაგენის დანამატის მწარმოებელი კომპანიების მიერ (All manufacturer-sponsored studies) - ინტერესთა კონფლიქტი, ტენდენციურობა (Conflict of interests, Systemic Bias).

აქვე აღსანიშნავია რომ სამწუხაროდ საკვები დანამატების ინდუსტრია არარეგულირებადია და ხშირად გვხვდება არასწორი ეტიკეტირება და დაბინძურება. (Unfortunately, the supplement industry isn’t well regulated and has a history of inaccurate labeling and contamination).
საუკეთესო გზა კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის შემდეგია:

1. თამბაქოზე უარის თქმა, მეორეხელით მოწევის პრევენცია (Secondhand Smoke);
2. გარუჯვისგან თავის შეკავება, მზისდამცავის რუტინული, სისტემატიური გამოყენება (SPF30+, UVA+UVB);
3. ჰიდრატაცია (წყლის მიღება ყოველდღიურად, მინიმუმ 1.9 ლიტრი დღეში);
4. ადგილობრივი რეტინოიდების გამოყენება, რომლებიც ნაოჭების საწინააღმდეგოა, კერატოლიტიურია (კანის მკვდარი უჯრედების მოშორება);
5. დამატენიანებელი საშუალებების სწორი შერჩევა შემადგენლობის მიხედვით და გამოყენება - უფრო ძვირი არ არის უკეთესი, სამედიცინო ხაზის პროდუქციაზე არჩევანის გაკეთება, ვიდრე კოსმეტიკურ ხაზზე.

P.S გუშინ აფთიაქში შევედი და თვალში მომხვდა - 100 ლარზე მეტი ღირდა ერთი კოლოფი - დანამატი რომელიც არაფერს არ აკეთებს", - წერს ზაზა თელია ფეისბუქზე.

[flash=425,264]

ბოლო პერიოდია პოპულარული გახდა კოლაგენის შემცველი საკვები დანამატების მიღება, განსაკუთრებით ქალებში. ისინი ამ დანამატს...Posted by Zaza Telia on სამშაბათი, 02 მარტი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა