"ბევრჯერ შემოუთავაზებიათ სოლიდური თანხა, მაგრამ ის ყველაფერი ლამის ჩხუბითაც დასრულებულა..." - გიორგი ღოღობერიძე
Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"8 თვეა, რაც სოციალურ ქსელში ვაქტიურობ და ამ დროის განმავლობაში არავინ და არაფერი დამირეკლამებია ჩემ გვერდზე! ბევრჯერ შემოუთავაზებიათ სოლიდური თანხა, სოლიდური პოზიციები, ძალიან სერიოზული კონტაქტები, მაგრამ ის ყველაფერი ლამის კამათით და ჩხუბითაც დასრულებულა! იმას არასოდეს დავარეკლამებ, რაც ძილის წინ სინდისს შემიწუხებს! მირჩევნია, მიჭირდეს, ვიდრე პაციენტს ფული გადავაყრევინო იმაში, რაც მას სარგებელს არ მოუტანს!
თქვენ ჩემ რეკლამებს ვერსად ნახავთ და თუ ნახავთ, იცოდეთ, რომ მის სარგებელში 100%~ით ვიქნები დარწმუნებელი და 1 წამითაც კი არ გამიჩნდება ეჭვი", - წერს ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.