"დღეს მე სხვა ადამიანი ვარ, შევიცვალე...ძალიან დიდი გულის ტკენა ვნახე" - ალექსანდრე ზაზარაშვილი
უკრაინული საბავშვო ვოისის გამარჯვებული, ალექსანდრე ზაზარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"ზუსტად ერთი წლის საქართველოდან ჩამოვედი ამერიკაში, ჩამოვედი და თან წამოვიღე დიდი ოცნებები, მიზნები, და დიდი იმედი მათი განხორციელების..... რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი დავით ღვინიანიძეს. როცა ჩამოსვლიდან მესამე დღეს მთელი ამერიკა ვირუსის გამო დაიკეტა, გადამეხაზა ყველა იმედი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ის რისთვისაც ვიყავი ჩამოსული ისიც კი გადაიდო მაგრამ არავინ იცოდა კიდევ მექნებოდა თუ არა შანსი “იქ” მოხვედრის. ჩემი საქართველოში დაბრუნება ყოველ თვე იდებოდა კორონას გამო. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და გადავწყვიტე სიმღერა ჩამეწერა იმედის მომცემი ხალხისთვის, და უნიჭიერესმა კომპოზიტორმა ცირა ბზიშვილმა დამიწერა სიმღერა სახელად ,, შენ არა ხარ მარტო” რომელის ჩაწერა, და კლიპის გადაღება არც მეტი არც ნაკლები 3 დღეში მოვახერხე, მაშინ როდესაც არავინ გარეთ არ გამოდიოდა, მაგრამ Nina Jangveladze-მ დამეხმარა და გადამიღო კლიპი ჩამაწერინა სიმღერა, რადგან მე მაშინ აპარატურა არ მქონდა, ნინა როდესაც გავიცანი ძალიან ნიჭიერი ხელოვანი აღმოჩნდა და მასთან ერთადაც რამოდენიმე თვის შემდეგ ჩავწერე კლიპი. მიუხედავად იმისა რომ მე მამაჩემთან ერთად გავდიოდი ამ გზას, მიუხედავად იმისა რომ ის ყოველთვის ჩემს გვერდით დგას, და ჩემი ზურგი აქვს, როგორც ამ ერთი წლის განმავლობაში ვიგრძენი მარტოსულად თავი არასოდეს არ მიგრძვნია!
ძალაინ დიდი შიში მქონდა ერთი რამის, რომელიც ჩემმა “კეთილისმსურველებმა” ჩანერგეს. “ხმა შეგეხვლება, და ვეღარასოდეს იმღერებ ასე როგორც ახლა” აი ამის შიში მქონდა, მოგეხსენებათ თინეიჯერულ ასაკში ყველაფერი იცვლება და ამასთან ერთად ხმაც, რისიც ძალიან მაგრად მეშინოდა, თითქმის ყოველდღე ვტიროდი რომ ხმა მეცვლებოდა, გავიდა ტანჯული 1 წელი ამ ჯოჯოხეთის, და დღეს მე სხვა ადამიანი ვარ, შევიცვალე , კი, ხმაც შემეცვალა მაგრამ ამჯერად უკეთესობისკენ, მე ისევ მომცეს იმედი ადამიანებმა რომლებსაც ჩემი ეჯერა, ბევრმა ვიზეც მეგონა იმედს მომცემდა კი პირიქით, ჩემი ხმა იმდენად გაძლიერდა რომ თუ “იქ” წინაზე ბოლო რიგებში უნდა ვყოფილიყავი დღეს პირველში ვიქნები!
-
ძალიან დიდი გულის ტკენა ვნახე 14 წლის ასაკში რითაც არ ვარ ბედნიერი, ბევრჯერ მიფიქრია თუ რა კარგი იქნებოდა ყველა ისე მექცეოდეს როგორც 14 წლის ბავშვს, იმიტომ რომ კი, მეც მაქვს ჩემი ბავშური თვისებები თან ბევრი. მე არასოდეს არ მითამაშია გარეთ თამაშები რადგან ყოველთვის, სიმღერაში სამწცადინო მქონდა, და ეს ყოველთვის უკან მხევდა ჩემს თანატოლებში!
-
მე დღემდე ვერ ვაცნობიერებდი რა არის მუსიკის სიყვარული, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, და იმასაც გეტყვით რომ მუსიკის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. ამ პერიოდში ძალიან გვერდით დამიდგა და მიპატრონა ჩემთვის სრულიად უცხო ქვეყანაში Lela Vashakidze და მისი ოჯახი, მე რომ საბუთებს ავიღებ მისი უდიდესი დამსახურებაა....,
გვერდით მიდგას Ana Bochorishvili როგორც ჩემი დედობილი, მარტო არასოდეს არ მტოვებს, და ის ჩემი იმედია! საუბარი რომ დავიწყო დღეს ვერ მოვრჩები მასზე!
მაგრამ მეგობრებო მთავარი ამ ისტორიის თავი ხართ თქვენ, ყველა ადამიანი ვინც კი ერთ თბილს სიტყვას დამიწერთ, ერთ მოფერებას, თქვენ მაძლევთ მე ძალას, ხოლო მე თქვენ იმედს!", - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი ფეისბუქზე.