იმდენი მაინც დავრᲩებით, რომ თქვენ გაგაცილოთ ამ ქვეყნიდან ზურნა/დუდუკებით, ბოლო გზაზე - რეზო ბლიაძე ხელისუფლებას მიმართავს
ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ სოლისტი, რეზო ბლიაძე, მთავრობას მიმართავს და რესტორნებში მუსიკის ცოცხლად შესრულების აკრძალვას აპროტესტებს.
"ცოცხლად ვინც უკრავს ყველა სიკვდილის პირასაა.
(ჯგუფები დაიᲨალა, ვოკალისტები ტაქსაობენ, ინსტრუმენტალისტები ინსტრუმენტებს ყიდიან)
მაგრამ იმდენი მაინც დავრᲩებით, რომ თქვენ გაგაცილოთ ამ ქვეყნიდან ზურნა/დუდუკებით, ბოლო გზაზე! უსინდისოებო!
გახსენით ქვეყანა!", - წერს რეზო ბლიაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 8 მარტიდან რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს, თუმცა, კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება.