თეგებით ძიება

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს - ანდრია ჯაღმაიძე

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობა იყო.

„მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს ყველა მართლმადიდებელ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ეხებოდეს. ეს არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა. მიმდინარეობდა კრება, სადაც მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ეს არის დევნა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

„ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც დაზიანდნენ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. იქ აივანი არის საკმაოდ ვიწრო. ჟურნალისტები აქ საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანს და კრების დარბაზს. იქ ჟურნალისტები არ უნდა ყოფილიყვნენ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა