თეგებით ძიება

პირბადის მოხმარება 75-დან 43 პროცენტზე ჩამოვიდა, ეს საგანგაშოა - გამყრელიძე

როდესაც პირბადის მოხმარების 75 პროცენტზე ვიყავით, სამწუხაროდ, გუშინდელი მონაცემებით 43 პროცენტია, რაც საგანგაშოა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გთხოვთ, ყველა ტელევიზიასა და საინფორმაციო საშუალებას, მაქსიმალური დრო დაუთმეთ და ადამიანებს მიაწოდეთ მორბენალი სტრიქონით ან შესაბამისი გზავნილებით, რომ პირბადე დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა და განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების ეტაპებზე გადავედით, პირბადის ხმარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე ავიყვანეთ ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება. 43 პროცენტზე ჩამოსვლა არის საგანგაშო, განსაკუთრებით შემსუბუქებების ფონზე.

თუ ჩვენ მარტსა და აპრილში, ამ ფარგლებში როგორშიც დღეს ვართ, ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, მაშინ ჩვენ თბილ პერიოდში, მაისსა და ივნისში კარგი მაჩვენებლებით შევალთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, პირბადე იყოს მთავარი, რაზეც ყურადღებას გავამახვილებთ. “, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა