თეგებით ძიება

ავთენტურია თუ არა ფარული აუდიოჩანაწერები? - რას პასუხობს ბერა ივანიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" ბერა ივანიშვილი სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერების შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ავთენტური იყო თუ არა აუდიოჩანაწერები, ბერა ასე პასუხობს:

„მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ეს ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი - თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს, სხვა აზრის არის“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ფარული აუდიოჩანაწერები გაკეთებულია 2011 წელს.

„ეს ხდებოდა 2011 წლის ზაფხულს, მე ვიყავი ალბათ, 15-16 წლის თინეიჯერი. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. აქამდე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი წყევლა-კრულვა, შეურაცხყოფები, მუქარები ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით არ ყოფილა. ამ ყველაფერში ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე, 10-11 წლის ბავშვებზე მასიური, 100-200 კაციანი ჯგუფების თავდასხმა, მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები. წერდნენ ბავშვებს, რომ ჩვენ შენთან სახლში მოვალთ, შენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს. ისეთ საზიზღრობებს იძახდნენ, ეთერში ვერც კი გავიმეორებ. რამდენიმე ბავშვის მშობელს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ისინი დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკის თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ ამ შეხვედრას ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები და ა.შ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა