ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? ომი გინდათ? - ინგა გრიგოლია
ჟურნალისტი და ტელეკომპანია "პირველის" ყოფილი გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლებას აძლევს.
"ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის ,,რუსთავი ორი,,? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა, ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ!
Vato Tsereteli ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი" - წერს გრიგოლია.