ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება
ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დაიწყო.
დღევანდელი შეხვედრაც ახალ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას უკავშირდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მსჯელობა იქნება ყველა იმ სამართლებრივ საკითხზე, რომელიც ამ პროცესში "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლის ბერკეტი იქნება.
ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე გუშინაც იმყოფებოდნენ.