თეგებით ძიება

რას ამბობს ლაშა ბექაურის დედა, მისი შვილის ვიდეოზე, რომელსაც სკანდალი მოჰყვა?

ბე­ქა­უ­რი ამ­ჯე­რად სკან­დალ­ში თა­ვი­სი­ვე ინ­სტაგ­რა­მის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს გამო მოხ­ვდა. ჩემ­პი­ო­ნი გვი­ან ღა­მით, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე პორ­შეს ფირ­მის ნა­ჩუ­ქა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით ლო­მის ბოკ­ვერ­თან ერ­თად ბას­ლა­ი­ნის რიგ­ში სე­ირ­ნობს. "კა­დი­რო­ვი რომ იკად­რებს, მხო­ლოდ ეგე­თი კი­ნოს­ცე­ნა­რია..." - წე­რენ ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

ლაშა ბექაურის დედა, ვიკა წიკლაური „პალიტრავიდეოსთან“ ამბობს, რომ ეს ლომის ბოკვერი ლაშასი არ არის და არ იცის როგორ აღმოჩნდა მისი შვილის ხელში.

"ლაშას სახლში ბოკვერი არ ჰყავს, მისი არ არის, სხვებმაც დადეს ამ ბოკვერთან ვიდეობი, მაგრამ ყველაფერი ლაშასი ჩანს, სახლში ძაღლი არ მოვაყვანინე და ლომის ბოკვერს სახლში რა უნდა?! " - ამბობს წიკლაური.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა