თეგებით ძიება

„ჩემი ახლო მეგობრის, ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში“ - მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

ჩემი ახლო მეგობრის, ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში.

გამოჩენილი ქართველი ექიმების შთამომავალი, თვითონ მედიცინის დიდი ინოვატორი, უზარმაზარი რეპუტაციით სარგებლობდა ამერიკაში და ზოგადად საერთაშორისო მასშტაბით.

ჩემი თხოვნით მან პირველად შექმნა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის "ემერჯენსი" 2005 წელს.

ეს იყო ადამიანი, რომლის მთავარი მოწოდება იყო სხვა ადამიანების დახმარება.

მანამ სანამ უშვებდნენ, ეტლით მოდიოდა ჩემთან ყოველდღე, რუსთავის ციხეში.

შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ღრმად ავადმყოფს "კოლეგები" 3-4 საათი აცდევინებდნენ ხოლმე ყინვაში და თოვლში გარეთ და მაინც ბოლომდე უხმოდ იტანდა ამ დამცირებას, ოღონდ რამდენიმე წუთით მაინც ვენახე მისი პაციენტი.

ძალიან კეთილშობილი ადამიანი დააკლდა ჩვენს პლანეტას - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა