არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა! - ვატო წერეთელი პროკურატურას
არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში სამაუწყებლო კომპანია "ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, იმ ფაქტს, რომ სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა.
"საქართველოს პროკურატურა, არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!!",- წერს ვატო წერეთელი.