მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება
"ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს.
ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არაა ცნობილი, რომელ საათზე დაიწყება ცერემონია, პარლამენტის რა ნაწილში გაიმართება ან როდის დაიწყება მედიასაშუალებებისთვის აკრედიტაციების გაცემა.
ასევე, არ არის ცნობილი, მოიწვია თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში მე-6 პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. „ქართული ოცნების“ 224-მა დელეგატმა ხმა ერთადერთ კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მისცა.