რა მინდა ვიკითხო, შ** ხომ არ გაქვთ? - ვის მიმართავს ირაკლი ლატარია
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"შაქარაშვილის მკვლელებს ხელისუფლება ხელს აფარებსო თითქმის 1 წელი გაჰკიოდით, რას აღარ აკეთებდით ამისთვის და ახლა, როდესაც ხელისუფლებამ მაქსიმალური მიუსაჯა დამნაშავეებს, პოლიტიკური გადაწყვეტილება არისო.
მელაძის სიუჟეტთან დაკავშირებით, 1 კვირაა კიოდით დაიწყეთ გამოძიებაო. დაიწყო გამოძიება და არაო, არ შემოგიშვებთ, ისე ჰაერზე რამე ქენითო.
მოკლედ რა მინდა ვიკითხო, შიგ ხომ არ გაქვთ?", - წერს ირაკლი ლატარია.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა.