თეგებით ძიება

„ნაძირალა ივანიშვილებო, ვინმეში ხომ არ გეშლებით?! როგორ გაბედეთ და ვიღაცას ბოდიშის მოსახდელად ჩემთანაც დაარეკინეთ?! - ლაშა ჩხარტიშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მას სოციალურ ქსელში გავრცელებული გინების კამპანიის გამო, ივანიშვილების გარემოცვიდნ ემუქრებიან. ამის შესახებ ლაშა ჩხარტიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„ნაძირალა ივანიშვილებო, ვინმეში ხომ არ გეშლებით ?! როგორ გაბედეთ და ვიღაცას, თუნდაც მოკრძალებით, გინების ნახევარსახუმარო საპასუხო კამპანიის გამო, ბოდიშის მოსახდელად ჩემთანაც დაარეკინეთ ?! ჰოდა, როგორც ტელეფონითაც გადმოგეცით, ორმაგად მოგიკითხავთ, მოსაკითხს ! ! არაა ჩემი სტილი, მაგრამ ჯერ თქვენ მთელ ქვეყანას მოუხადეთ ტელევიზიით ბოდიში გინებისა და მუქარისათვის, ასევე ტოტალური ძარცვის, ძალადობის და დატბორვა-გადაჩეხვისათვის, ჰოდა მერე ვილაპარაკოთ სტილზე და კორექტურაზე ! მინიშნება... ზარის ავტორი უმაღლეს ხელისუფალთა წრებიდან გახლდათ... მთავარი არხი • Mtavari Arkhi TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი Formula News • ფორმულა„ - წერს ლაშა ჩხარტიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა