თქვენი სკამსმიწებებული უკანალებით მაინც ვერ ხვდებით, რომ ქვეყანა იღუპება? - ხათუნა ხოფერია ხელისუფლებას
ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:
“არ იფიქროთ, რომ მიკვირს ან ვბრაზდები… არამც და არამც…
უბრალოდ, ოცნებას მინდა ვკითხო:
– რას მიკეთებთ, რომ ხართ?
– თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალების ჯინაზე კიდევ დიდხანს იქნებით?
– კვდება ჩემი სახელმწიფო და თქვენ დიდხანს უნდა იყოთ მკვდარზე ვენოკივით?
– რა გინდათ, ვაფშე, პა ჟიზნი?
– იცით, რომ საზვერეში ხართ, ამქვეყნიურ საზვერეში და ამ საზვერეებს ნამახვანი და გავითგარეჯა ჰქვია?!
– პულსზე ხელი თუ არ გიდევთ, თქვენი სკამსმიწებებული უკანალებით მაინც ვერ ხვდებით, რომ ქვეყანა იღუპება?
– ნაცების იშტაზე რომ ვეღარ გადარჩებით, გრძნობთ?
– ის თუ იცით, რომ თქვენი განაწილებული – ქუჩა ნაცებს, შენობები ნაცყოფილებს – დასასრულს უახლობდება!
მოკლედ, იმდენი იჩალიჩეთ, ორივე ერთად გახდით გასატანი ნაგავსაყრელზე! დრო დროს არ გვითმობს!
ქუჩაც გასაწმენდია და შენობებიც!…..”