თეგებით ძიება

"ჩემთვის ესენი არიან “ტანჯულები" - ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვლი "ტვ პირველთან" დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემს ბავშვობაში იყო ეწ “ცირკის მეძავი” ზედმეტ სახელად “ტანჯულა”!
- “ტანჯულას” ერთი ფეხი მოკლე ჰქონდა და შესაბამისად სიარულის დროს კოჭლობდა... გადაადგილებით გამოწვეული დისკომფორტი და ცხოვრების გამრუდებული წესი მას სახეზე ჰქონდა ასახული, სულ მოკუმშულ-დაჯღანული პირი და უღიმღამო სახე ჰქონდა, თითქოს რაღაც უჭირს და თანაც სულ, მუდმივად... (აქედან ზედმეტსახელიც) თუმცა ამ ნაკლოვანებების მიუხედავად თავის საქმეს “პირ”ნათლად უძღვებოდა და იქვე ცირკთან, მტკვრის სანაპიროზე მდგომ მეთევზეებს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ გასართობიც ჰქონდათ...

- ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ასახული პიროვნებების სახეების შემყურე ის საცოდავი “ტანჯულა” დამიდგა თვალწილ... დაახლოებით ასეთი სახე ჰქონდა იმ საწყალსაც... ისევე როგორც “ტანჯულას” ესენიც კოჭლობენ ოღონდ სიარულის დროს არა, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით და ისევე როგორც ტანჯულა, ესენიც ვაჭრობენ ოღონდ სხეულით არა, სინდისით და ნამუსით! ამ ეწ უფლება დამცველებს, ბიზნესმენებს და ჟურნალისტებსაც ჰყავთ თავიანთი “მეთევზეები”, რომლებსაც შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ პოლიტიკურ სიამოვნებას ანიჭებენ...
- ამ ფოტოს დასათაურების სხვადასხვა ვარიაციას ვიხილე FB-ში, მაგრამ ჩემთვის ესენი არიან “ტანჯულები”!", - წერს სადღობელაშვილი ფეისბუქზე.

[flash=425,264]

ჩემს ბავშვობაში იყო ეწ “ცირკის მეძავი” ზედმეტ სახელად “ტანჯულა”! - “ტანჯულას” ერთი ფეხი მოკლე ჰქონდა და შესაბამისად...Posted by ლადო სადღობელაშვილი on ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021

[/flash]


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა