თეგებით ძიება

"ძალიან შემეცოდა ირაკლი ღარიბაშვილი...მსხვერპლად გადაიქცა" - დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო პრემიერ-მიისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ძალიან შემეცოდა ირაკლი ღარიბაშვილი და მის ადგილზე ყოფნას არავის არ ვუსურვებდი ახლა. ასეთ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა იცინის მასზე, უწევს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა და ის ფაქტობრივად გახდა, როგორც ოჯახის, ისევე სისტემის მსხვერპლი. ადამიანურ დონეზე ვიძახი, მართლა გულით შემეცოდა მას შემდეგ, რაც დღეს გამოჩნდა. თქვენ ალბათ ვერც წარმოიდგენთ რა ხდებოდა მის თავს ამ დღეებში, არ გესმით რა საშინელი შეგრძნებაა ეს შინაგანი გაურკვეველი შფოთვა, როდესაც ასიათასობით ადამიანის სააშკარაოზე ილახება შენი თავმოყვარეობა და უძლური ხარ ამ დროს. ალბათ ამ დღეებში პირველად გააცნობიერა ფასი იმ კეთილდღეობისა, რაც ოლიგარქის სიმპათიებით დაიმსახურა და იმავე ოლიგარქის პრინციპებსა და მისი მომსახურე პერსონალის (პარლამენტის) მსხვერპლად გადაიქცა. იცის რას ბუტბუტებენ ზურგსუკან მასზე მისი თანაგუნდელები, იცის რას ფიქრობს ხალხი მაშინ, როდესაც მას ხედავს, იცის სინამდვილეში როგორი თვალით უყურებენ ის ჟურნალისტები და საერთოდ ყველა მის გარშემო. როგორც არ უნდა შეეცადონ, რომ ხმა არ ამოიღონ მის წინაშე, ეს მაინც ცხადია. ძალიან ვწუხვარ, მართლა ოღონდ.

აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს სინდისი. როგორ ხისტებადაც არ უნდა ჩანდნენ ისინი გარედან, შინაგანად სინდისის განცდა ყველაზე საშინელი დამსჯელი განცდაა. შინაგანად არის ძალიან ცუდად ეს კაცი და ტყუილად გგონიათ ვინმეს, რომ არ ადარდებს. არ ადარდებს კი არა, მის დღეში არავის ვუსურვებ ყოფნას ახლა", - წერს ფეისბიქზე დომენიკ მანგო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფარული აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა, რომელშიც, სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერი ღარიბაშვილი და მომრერალი ბერა ივანიშვილი ფიგურურებენ. ფარულმა ჩანაწერებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პრემიერის გადადგომაც მოითხოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა