თეგებით ძიება

„ნამახვანჰესის“ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება, ვიდრე რამდენიმე კვლევას არ გადავამოწმებთ - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით რიონის ხეობის მცველებს ხვდებიან. შეხვედრას ორივე მხარის მიერ მიწვეული ექსპერტები ესწრებიან.

როგორც ღონისძიების დასაწყისში თურნავამ განაცხადა, პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლეა. მინისტრის თქმით, სამინისტრომ მოლაპარაკებები აწარმოა მშენებელ კომპანია „ენკასთან“ და შეთანხმდნენ რამდენიმე პუნქტზე:

კომპანია არ დაიწყებს ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, როგორებიცაა კაშხალი და წყალსაცავი, სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება. სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, ქართველ სპეციალისტებსა და რიონის ხეობის მცველების ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს. მანამდე კომპანია იმ ინფრასტრიქტურულ პროექტებს გააგრძელებს, რომელიც შემდგომ სახელმწიფოს გადაეცემა.

შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც დაახლოებით ხუთი მილიონი ლარის ოდენობის იქნება. ფონდი ხეობის მოსახლეობის საჭიროებებს დააფინანსებს. ასევე, დაფარავს წყალტუბოსა და ცაგერის ძირითად სოფლებს. მინისტრის თქმით, ეს მნიშვნელოვანია ხეობის განვითარებისთვის.

კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ადგილზე გაუძღვება სამუშაოებს, იმისთვის, რომ სახელმწიფო მეტად ჩაერთოს, რათა იქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება უფრო დაცული იყოს.

შეიქმნება საბჭო, რომელშიც პროფესიონალი ექსპერტები გაერთიანდებიან. ასევე, რიონის მოსახლეობა, რათა გაიზარდოს მოქალაქეების ჩართულობა და გაძლიერდეს ზედამხედველობა ამ პროექტზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა