თეგებით ძიება

ამ ყვეყანაში კაცობის არაფერი ესმით, კაცების კაცის" ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით - ბაია პატარაია ბასილაშვილზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიულ გამარჯვებას უფლებადამცველი, ბაია პატარაია, ეხმაურება და წერს, რომ მოძალადემ ერთი გამარჯვებით "კაცების კაცის" ტიტული დაიმსახურა.

“კა­ცე­ბის კა­ცის” ტი­ტუ­ლიც და­იმ­სა­ხუ­რა ცო­ლის მცე­მელ­მა კაც­მა ერთი მატ­ჩით. სპორ­ტუ­ლი აღტყი­ნე­ბა რომ კა­ცებ­ზე იდი­ო­ტუ­რად მოქ­მე­დებს, ეს ხომ უკვე ვთქვი. ვის რაში აინ­ტე­რე­სებს, ცოლს რომ სცე­მა ბა­სი­ლაშ­ვილ­მა, ბრა­ლი რომ და­უმ­ძიმ­და გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი რომ ნაღ­დად გა­მო­წე­რი­ლია მას­ზე და ეს მა­ინ­ცაა უკვე სა­სა­მარ­თლო­თი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი…ეჰჰჰ… არა­ფე­რი ეს­მით კა­ცებს “კა­ცო­ბი­სა” ამ ქვე­ყა­ნა­ში”, – წერს პა­ტა­რა­ია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 11 მარტს ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ლეგენდარული გამარჯვების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალურ მატჩში დამაჯერებლად დაამარცხა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი და დოჰას ტურნირის ფინალშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა