თეგებით ძიება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვეს - ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს

რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა.

ამ ფაქტზე, ბასილაშვილის ადოვკატმა ისაუბრა და სახალხო დამცველს ჩართულობისკენ და პოპულარული სპორტსმენის დაცვისკენ მოუწოდა.

"არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე ან დამნაშავეა. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ საგრანტო პროგრამების მისაღებად.

მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმგცია და მის წინააღმდეგ არაერთხელ იქნა გამოყენებული სიძულვილის ენა", - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 11 მარტს ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ლეგენდარული გამარჯვების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალურ მატჩში დამაჯერებლად დაამარცხა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი და დოჰას ტურნირის ფინალშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა