ალიმენტი არ გადაუხდია წელიწადნახევარია, შვილს სახლს ართმევს - ბასილაშვილის მეუღლის ადვოკატი
ნიკოლოს ბასილაშვილის მიერ დოჰას ტურნირის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვას, სადაც ის შვილს, ლუკას მიმართავს, ბასილაშვილის მეუღლის ადვოკატი, ანა აბაშიძე ეხმაურება.
“ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით”, – წერს ანა აბაშიძე.
აბაშიძის თქმით, "მედიაციით შეთანხმება მოხდა. აღარ გადაიხადა ანუ დაარღვია შეთანხმება. ახლა ისევ დარუნდა დავა სასამართლოში და სასამართლო დააკისრებს და იძულებით ამოიღებს".
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის ღია პირველობის გამარჯვებულია.