ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის ღია პირველობის გამარჯვებულია
ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობა მოიგო. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.
29 წლის სპორტსმენმა ფინალური შეხვედრა ორ სეტში - 7:6, 6:2 ქულით მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში, შვეიცარიელი ლეგენდა, როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა.
დოჰას ტურნირზე გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა 250 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.