მას მხრებზე აქვს ისეთი ერის გზავნილი, როგორიც საქართველოა...თამაშობს ცოტა გაშმაგებით - რას ამბობს ლუჩანო სპალეტი კვარაზე? (ვიდეო)
"ნაპოლის" მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი ქართველი ჟურნალისტის, ნინა მამუკაძე-სორდინის კითხვას პასუხობს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ კვარა უნდა იყოს მშვიდად.
"მას მხრებზე აქვს ისეთი ერის გზავნილი, როგორიც საქართველოა...თამაშობს ცოტა გაშმაგებით, საკუთარი შესაძლებლობებისა და ღირებულების გამოსავლენად...ხვიჩა უნდა იყოს მშვიდად და საჭირო მომენტს დაელოდოს და წარმოაჩინოს, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის მზად არის", - პასუხობს სპალეტი კითხვას, სადამდე შეიძლება მივიდეს ხვიჩას სესაძლებლობები.