თეგებით ძიება
22. 02. 2023 სპორტი

"ვიტირე! ღმერთო, ყველას მოუვლინე ასეთი მეგობარი...ნახეთ, რა ქნა ოსიმენმა მას შემდეგ, რაც კვარას მეკარემ პენალტი აუღო" - რა ვიდეოს აქვეყნებს ჟურნალისტი?

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელსა და მისი ნიგერილი თანაგუნდელის მეგობრობაზე სოციალურ ქსელში წერს.

"ვიტირე! ღმერთო, სამყარო, ყველას მოუვლინე ასეთი მეგობარი, ზოგჯერ ჰაერზე მეტიც რომ არის. 

ყველას გვაქვს აღმასვლის და ჩავარდნის პერიოდები, ხვიჩასნაირ ტალანტსაც კი და ზოგჯერ როგორ გჭირდება ვიღაც მოვიდეს და გითხრას, თავი ასწიე მეგობარო, ყველაფერი კარგად იქნება. შენ ამას შეძლებ! და წამის მეასედში რომ აცნობიერებ, რომ ეს ასე იქნება.

ნახეთ, რა ქნა ოსიმენმა მას შემდეგ, რაც კვარას მეკარემ პენალტი აუღო. 

Osimhen, non solo grande calciatore, ma anche grande uomo. Una persona da ammirare", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში "ნაპოლი" ფრანქფურტის "აინტრახტს" სტუმრობდა. მატჩის მსვლელობისას ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა. თამაში სტუმართა გამარჯვებით (2:0) დამთავრდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა