ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს ოლიმპიადიდან გააძევეს - მედია
ორი ქართველი ძიუდოისტი ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადიდან გააძევეს. როგორც უცხოურ მედიაში ვდრცელდება ინფორმაცია, მიზეზი კოვიდპროტოკოლის დარღვევაა.
სპორტსმენებმა, რომელთა ვინაობა არ სახელდება, ოლიმპიური სოფელი ღირსშესანიშნაობების დათვალიერების მიზნით უნებართვოდ დატოვეს.
მედიის ცნობითვე, ვერცხლისმედალოსანი ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს სატელევიზიო კოშკზე შენიშნეს, რაც კოვიდპანდემიის პროტოკოლის დარღვევას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლით დაასრულა. ოქროს მედალი მოიპოვა – ლაშა ბექაურმა. ვერცხლის მედლები კი: ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა.
ria.ru