თეგებით ძიება

გიორგი ვაშაძე - ევროპული მხარე თუ იტყვის, ბრიუსელშიც ჩავალთ, ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა

ევროპული მხარე თუ იტყვის, ბრიუსელშიც ჩავალთ, ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

კითხვაზე, უპრიანი ხომ არ იქნებოდა, რომ ოპოზიციაც ჩასულიყო 16 მარტს ბრიუსელში, ვაშაზე აცხადებს, რომ ჯერჯერობით მსგავს საკითხზე არ ყოფილა.

„მთავარი საკითხი არის, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თუ ნაბიჯი შეთანხმებისკენ არ გადაიდგა, არც შარლ მიშელს ექნება ტყუილად შეხვედრის სურვილი. ძალით ვერ ჩავალთ და გინდა თუ არა შეგვხვდითთქო ვერ ვიტყვით. ყველაფერი დამოკიდებულია დღევანდელ დღეზე. ვხედავთ ნათელ მომავალს შეთანხმებისას თუ ვერ ვხედავთ ამ მომავალს. აქედან გამომდინარე, თუ ევროპული მხარე იტყვის, რა თქმა უნდა ბრიუსელშიც ჩავალთ, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა დღეს დილით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გამართეს, ახლა მასთან შეხვედრაზე ოპოზიცია იმყოფება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა